Monday, February 1, 2010


ზამთრის დღეები სიყვარულმა გამიგაზაფხულა!.. :) დეკემბრის პირველ კვირას ჩემმა საყვარელმა ადამიანმა ეს ლექსი მაჩუქა...



მიყვარხარ, ჯული!


...და მომენატრე მე ისე ძლიერ,

ისე ძლიერ მწვავს ტრფობის ალმური,

თითქოს შორს ვიყო მილიონობით

კილომეტრებზე გადაკარგული.


შენი დიდრონი თვალების სითბო...

შენი ხელების ნაზი თათუნი...

ჩვენი გულების შერწყმული რიტმი,

დაფდაფებივით აძგერებული...


გიჟი დამარქვი, მხეცი, ნადირი

ველად გაჭრილი, გადარეული...

და მიხარია მე ეს სიტყვები.

ხედავ როგორ ვარ შეყვარებული?!


გამახსენდება ჩვენი შეხვედრა,

სუნთქვა გრძნობებით მიმოქარგული.

სულ გამეყინა სისხლი ძარღვებში!

ლამის გასკდეს და ამოხტეს გული!..


შენ... შენ არ გახსოვს ჩემი სიტყვები

ათრთოლებული, ცრემლმორეული?..

სულის სიღრმიდან ნაწყვეტ-ნაწყვეტად

ამონათქვამი: „მიყვარხარ, ჯული!“


დიახ, ისა ხარ, ვისაც ვეძებდი

მთასა თუ ბარში გამგელებული!

შმაგი ვარ შენი სიყვარულისა,

უდაბნოსავით მოწყურებული!


მინდა რომ შეგსვა, წყაროვ ანკარავ,

თუ სასმისი ხარ ალავერდული,

გაგისისხლხორცო ჩემი სულივით.

ჩემი ხარ, ჩემი!.. არ გესმის, ჯული?..


გავგიჟდი, სულ მთლად გადავირიე!

სულ შენ დაგეძებ გააფთრებული.

ჯერ არ ვყოფილვარ ასე უმწეოდ,

უკიდეგანოდ შეყვარებული.


შემოიჭერი ჩემს გონებაში,

დაიმორჩილე სული და გული.

უკვე სიტყვებიც კი ამერია:

ჯული თუ გული?.. გული თუ ჯული?..


ასე მგონია, მთელი სამყარო

ფერხთით რომ ვნახო ჩემ წინ გართხმული,

მაინც ვიყვირებ, მაინც ვიყვირებ:

მიყვარხარ, ჯული! მიყვარხარ, ჯული!


მე დავრგე ნერგი, პატარა კვირტი.

ამ ნერგს ვუწოდე მე სიყვარული.

ეს კვირტი არის ჩემი და შენი

გრძნობის სიწმინდით შემომარგლული.


მე ვარ მებაღე ამ სიყვარულის.

შენ ჩემი ზმანების დედოფალო.

მის ნაყოფს მხოლოდ შენ ერთს მოგიძღვნი,

ჩემო ქალღმერთო და პატარძალო!


P.S. მეც მიყვარხარ, ლევან!..

Wednesday, September 16, 2009

10 სექტემბერს კიდევ ერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი შეემატა ჩვენს სამყაროს ჩემი ნათლულის სახით!.. პატარა გიორგი დადიანების სასახლე-კომპლექსის მთავრისეულ ტაძარში მოვნათლეთ. უფრო სწორად, ტაძრის ეზოში, რადგან ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობდა.


გიორგი ჩემი პირველი ნათლულია. :) ნათლობისას მე და მისი მეორე ნათლიაც "გადაგვნათლა" პატარა ვაჟკაცმა. :D


სულ ორჯერ ვიყავი დადიანების სასახლის ეზოში შესული და სასახლეები და ბაღი ვერც ერთხელ ვერ დავათვალიერე სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო. :( იმედია, ახლო მომავალში მოვახერხებ და ჩემ გადაღებულ ხედებსაც დავდებ აქ. ;) მაგრამ მანამდე დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ფოტოგალერეიდან ვდებ ორ ფოტოს. :)

კარის ეკლესია


დადიანების სასახლე (XIX ს.) და კარის ეკლესია

Tuesday, September 1, 2009

19 ივლისი. მეგობრები ლომისის წმინდა გიორგის მოსალოცად გავემგზავრეთ.
გზა ტაძრისაკენ... ასე დაიწყო ერთი ლამაზი დღე. :)თუ დაჟინებით დაავკირდებით, ფოტოს ცენტრისკენ მთის ფონზე უზარმაზარ ფრთოსანს შენიშნავთ... დიდებული სანახავი იყო ირაო მისი შესრულებით! =)

მანქანები დაბლა დავტოვეთ, მთის ძირში, და ფეხით გავაგრძელეთ გზა. აი, სულ დაბლა მოსჩანს მანქანები ხეებთან წერტილებივით. :)


პირველი გაჩერება. :D

აი, ეგაა "ერთი ლამაზი დღე მეგობრებთან ერთად"!.. :)

თან მთის ფერდობს მივუყვებოდი და თან ყვავილებისგან გვირგვინს ვიწნავდი. განა ყოველთვის ითქმის, ორი კურდღლის მდევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო. ;)

ეს ფოტო ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს სიმღერას მახსენებს "ქართული ხმების" კვარტეტის შესრულებით: "ყვავილების დედოფალა..." გზაში ვუსმენდით ამ სიმღერას და თან ვღიღინებდით. :)
გზად ცხენების რემაც შემოგვხვდა. ამოდენა სილამაზისგან სუნთქვა მეკვროდა! =)
უმეტესად სულ მე გავრბოდი წინ და ამის გამო ჩვენმა ბოსსმა კალია შემარქვა. :D არავითარი ხარაბუზა ან ჭრიჭინა!.. კალია! :D ისე, პაწაწუნა კალიებიც ბლომად იყვნენ ბალახებში. :D
რა ბედნიერება იყო, როცა ლომისის წმინდა გიორგის სალოცავი გამოჩნდა მთის კენწეროზე! =)
სალოცავის მოლოცვის შემდეგ ცოტათი დავისვენეთ მზის გულზე...
...და ცოტათი ვიხალისეთ კიდეც. :D აი შედეგიც!.. ფოტო: "შეიხი ცოლებითურთ და საჭურისი"... ანუ "მუროს ანგელოზები" :D
დაბლა უფრო სწრაფად ჩავდიოდით, მაგრამ შესვენებების გარეშე მაინც ვერა. :D
დაბლა ჩასვლისას პირველ ნიშთან რომ მივედით, უკვე კარგად ვიყავი დაბრაწული... მაისურის ფერი მედო ზურგზე. :D
ლომისის მოლოცვის შემდეგ არაგვის პირას მოვილხინეთ და თბილისისკენ მიმავალ გზაზე გადაღლილს უკვე გათიშულს ჩამეძინა მანქანაში. :D

Thursday, July 2, 2009

ეს ლექსი მიყვარს ძლიერ... ძლიერ...

შანდორ პეტეფი

მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...


მიყვარხარ ძლიერ... ლიერ...
რა გადი დრო და ხანი,
მე უფრ მეტად მიყვარს
შენი პატარა ანი.
შენი ავ თმის ბუჩქი,
ეგ თეთრი შუბლის სერი,
თვალები გიშრისფერი,
ლოყები ვარდისფერი,
შენი თითები მიყვარს,
ორი პატარა თათი,
, იცი, როგორ მიყვარს
ოდნავ შეხება მათი,
, იცი, როგორ მიყვარს
გამოუთქმელი ენით?-
ენი ძნობების სიღრმე,
სულის სიმაღლ შენი,
მე დარდი მიყვარს შენი,
შენი ღიმილიც ფართო,
მე ცრემლიც მიყვარს შენი,
შენი კისკისიც ართობს,
მე შუქი მიყვარს შენ,
რა არის ისი ფასი!
მე ჩრდილი მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხა ძლიერ, ძლიერ...
მწვავს შენი ტრფობის ალი,
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მთელი გრძნობით და ძალი.
მთელი სამყარო ვრცელი
შენით რსებობს ჩემთვის,
რაზეც კი ვფიქრობ, ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვი.
ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,
ფიქრში ჩემთან ხა დღისით,
გულის ძგერის ხმა მესმის-
შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს,
დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმო შენთვის,
შენთვი მწვერვალებს დავთმობ.
შენი ებით ვხარობ,
შენ დარდ ვატარებ დარდად,
მე სხვასურვილი არ მაქვს,
ენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდ
მე მეჩვენება მცირედ,
რადგან შენ გსურდა იგი,
რადგან შენ შემოგწირე.
შენს მცირეოდენ წყენას,
სულ მნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი,
ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხა ძლიერ, ძლიერ...
მიყვარხარ ცხადად, ალვით,
როგორც აროდეს არვინ
არ ჰყვარებია არვის.
ეს სიკვდილს უდრის თითქმის,
ეს შეუძლოა თითქმის,
შენ ერთს გეკუთვნის ყველა,
რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,
მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას
შენს სახებაში ვხედავ,
სატრფოვ, შვილო და დედავ,
ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად, ერთად
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად
ამ სიყვარულზე კარგი,
ძლიერ მიყვარხარ, ძლიერ,
ვარ შენი ტრფობის შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე
ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუთვნის მარტო,
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.
ნაყოფი მისი არი,
ვინც ნორჩი ნერგი დარგო,
ეს სიყვარული დიდი
შენ შემასწავლე, კარგო.

Thursday, June 25, 2009

მეც ამ ფისუნიებივით ვარ დღეს: ხან მეძინება, ხან მეგიჟება! :D


Friday, June 12, 2009



შემთხვევით წავაწყდი ამ ფოტოს ინტერნეტში... უბრალოდ ძალიან მომეწონა!..
* * *

ჩემი სარკმელი მთვარით სავსეა
და მთვარის შუქზე წვაა წყეული.
ცაო, შენი ცა ჩარჩოს მსგავსია,
ხარ მინასავით შიგ ჩამსხვრეული...
ვგრძნობ, ყველაფერი მწუხრის ასლია,
იჭვს ეჭიდება სევდა სნეული,
ჩემს იასამანს გული წასვლია
და შენს წინ ჭკნება მისი სხეული...
რეტრო ოცნებას ყავლი გასვლია,
დევს მაგიდაზე რეტრო რვეული.
, ღმერთო ჩემო, რა სინაზეა -
რეტრო სიზმრებში მიმობნეული!
ჩემი სარკმელი მთვარით სავსეა...


Tuesday, June 9, 2009


ამ სიმპათიურ არსებას განა რა კომენტარი უნდა? :D
ლეკვი მინდააააააააა!!! ;(

Friday, June 5, 2009

სუპერ-ბავშვები Hyundai-ს რეკლამიდან... ნახეთ რა საყვარლობაა!!! =D
ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ვიდეოა.
;)



დღეს სამუშაო კვირის ბოლო დღეა! ვაშა!!! :D