* * *ჩემი სარკმელი მთვარით სავსეა
და მთვარის შუქზე წვაა წყეული.
ცაო, შენი ცა ჩარჩოს მსგავსია,
ხარ მინასავით შიგ ჩამსხვრეული...
ვგრძნობ, ყველაფერი მწუხრის ასლია,
იჭვს ეჭიდება სევდა სნეული,
ჩემს იასამანს გული წასვლია
და შენს წინ ჭკნება მისი სხეული...
რეტრო ოცნებას ყავლი გასვლია,
დევს მაგიდაზე რეტრო რვეული.
ო, ღმერთო ჩემო, რა სინაზეა -
რეტრო სიზმრებში მიმობნეული!
ჩემი სარკმელი მთვარით სავსეა...
No comments:
Post a Comment