Wednesday, September 16, 2009

10 სექტემბერს კიდევ ერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი შეემატა ჩვენს სამყაროს ჩემი ნათლულის სახით!.. პატარა გიორგი დადიანების სასახლე-კომპლექსის მთავრისეულ ტაძარში მოვნათლეთ. უფრო სწორად, ტაძრის ეზოში, რადგან ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობდა.


გიორგი ჩემი პირველი ნათლულია. :) ნათლობისას მე და მისი მეორე ნათლიაც "გადაგვნათლა" პატარა ვაჟკაცმა. :D


სულ ორჯერ ვიყავი დადიანების სასახლის ეზოში შესული და სასახლეები და ბაღი ვერც ერთხელ ვერ დავათვალიერე სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო. :( იმედია, ახლო მომავალში მოვახერხებ და ჩემ გადაღებულ ხედებსაც დავდებ აქ. ;) მაგრამ მანამდე დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ფოტოგალერეიდან ვდებ ორ ფოტოს. :)

კარის ეკლესია


დადიანების სასახლე (XIX ს.) და კარის ეკლესია

No comments:

Post a Comment