19 ივლისი. მეგობრები ლომისის წმინდა გიორგის მოსალოცად გავემგზავრეთ.

გზა ტაძრისაკენ... ასე დაიწყო ერთი ლამაზი დღე. :)
თუ დაჟინებით დაავკირდებით, ფოტოს ცენტრისკენ მთის ფონზე უზარმაზარ ფრთოსანს შენიშნავთ... დიდებული სანახავი იყო ირაო მისი შესრულებით! =)
მანქანები დაბლა დავტოვეთ, მთის ძირში, და ფეხით გავაგრძელეთ გზა. აი, სულ დაბლა მოსჩანს მანქანები ხეებთან წერტილებივით. :)
პირველი გაჩერება. :D
აი, ეგაა "ერთი ლამაზი დღე მეგობრებთან ერთად"!.. :)
თან მთის ფერდობს მივუყვებოდი და თან ყვავილებისგან გვირგვინს ვიწნავდი. განა ყოველთვის ითქმის, ორი კურდღლის მდევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო. ;)
ეს ფოტო ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს სიმღერას მახსენებს "ქართული ხმების" კვარტეტის შესრულებით: "ყვავილების დედოფალა..." გზაში ვუსმენდით ამ სიმღერას და თან ვღიღინებდით. :)
გზად ცხენების რემაც შემოგვხვდა. ამოდენა სილამაზისგან სუნთქვა მეკვროდა! =)
უმეტესად სულ მე გავრბოდი წინ და ამის გამო ჩვენმა ბოსსმა კალია შემარქვა. :D არავითარი ხარაბუზა ან ჭრიჭინა!.. კალია! :D ისე, პაწაწუნა კალიებიც ბლომად იყვნენ ბალახებში. :D
რა ბედნიერება იყო, როცა ლომისის წმინდა გიორგის სალოცავი გამოჩნდა მთის კენწეროზე! =)


სალოცავის მოლოცვის შემდეგ ცოტათი დავისვენეთ მზის გულზე...
...და ცოტათი ვიხალისეთ კიდეც. :D აი შედეგიც!.. ფოტო: "შეიხი ცოლებითურთ და საჭურისი"... ანუ "მუროს ანგელოზები" :D
დაბლა უფრო სწრაფად ჩავდიოდით, მაგრამ შესვენებების გარეშე მაინც ვერა. :D
დაბლა ჩასვლისას პირველ ნიშთან რომ მივედით, უკვე კარგად ვიყავი დაბრაწული... მაისურის ფერი მედო ზურგზე. :D
ლომისის მოლოცვის შემდეგ არაგვის პირას მოვილხინეთ და თბილისისკენ მიმავალ გზაზე გადაღლილს უკვე გათიშულს ჩამეძინა მანქანაში. :D